User:ირაკლი ჟვანია

From Wikimedia Commons, the free media repository
Jump to navigation Jump to search

ქართველი მოქანდაკე,არქიტექტორი.

დაიბადა 1966 წლის 1 სექტემბერს თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1983-85 წლებში მუშაობდა დაზგურ ფერწერაში. 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, მონუმენტური ქანდაკების სპეციალიზაციით, რომელიც დაამთვრა 1992 წელს. სადიპლომო ნამუშევარი ა.დე სენტ-ეგზუპერის "პატარა უფლისწული". 1992-1995 წწ. ასრულებდა სხვადსხვა არქიტექტურულ პროექტებს.

1995 წლიდან იწყებს მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობას. 1999 წელს გაიხსნა ა.დე სენტ-ეგზუპერის "პატარა უფლისწულის" მონუმენტური ქანდაკება შადრევნით თბილისში, მრგვალ ბაღში. 2002 წელს თბილისში, გმირთა მოედანზე შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მომერიალი. 2004 წელს შეიქმნა მონუმენტური ქანდაკება "სიცოცხლის ხე" შადრევნის თანხლებით თბილისში, მთაწმინდის პარკში. 2007 წელს შეიქმნა მონუმენტური კომპოზციცია "მუსიკოსები" შადრევნის თანხლებით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2012 წელს შეიქმნა მონუმენტური კოომპოზიცია "ნინიკო ველოსიპედით" ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში. 1999 წელს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. 2002 წელს დაჯილდოვებულია საფრანგეთის სენატის საპატიო დიპლომით. 2008 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ "International Sculpture Center" გამოკითხვის შედეგად მონუმენტური ქანდაკება "სიცოცხლის ხე" დაასახელა მილენიუმის შემდეგ განხორცილებულ 10 საუკეთესო სკულპტურულ შადრევანს შორის. 2013 წლის შემოდგომაზე თბილისში, ვაკის (გამარჯვების) პარკში იხსნება შადრევნების ახალად რეაბილიტირებული კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება მონუმენტური ქანდაკებების 4 კომპოციზია. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.